—

პრემიერი - დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია

36
პრემიერი - დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის…

ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფულადი გზავნილები კი 46.8%-ით არის გაზრდილი.

„წინა კვირას ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო, მაღალი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია.

ასევე, ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 40%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვაცნობო მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები 46.8%-ით არის გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ -ივნისში, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნავს პრემიერი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →