—

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო - ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს

54
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო - ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

ყოფილი პრეზიდენტისთვის სათანადო მომსახურებაა უზრუნველყოფილი როგორც სასჯელაღსრულების, ისე სამედიცინო დაწესებულებაში, დაგვიანებული არაფერია - ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს,- ამის შესახებ…

ყოფილი პრეზიდენტისთვის სათანადო მომსახურებაა უზრუნველყოფილი როგორც სასჯელაღსრულების, ისე სამედიცინო დაწესებულებაში, დაგვიანებული არაფერია - ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავენ.

კობახიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება რაციონალურია და ალბათ იმიტომ გახდა საჭირო, რომ „სპეკულაციას სათანადო პასუხი გაეცეს“.

„სამედიცინო მომსახურების მიწოდება გაგრძელდება, ასევე ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა, დასამალი არაფერია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო. ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი და მათ დიაგნოზიც ვერ გამოიტანეს, რადგან სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი. არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხი იქნას განხილული, კობახიძე ამბობს, რომ „ამის საჭიროება არ არსებობს“.
ამის საჭიროება რომ არსებობდეს, ბუნებრივია, მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობს. ექსპერტიზა თავის სათქმელს იტყვის, ყველაფერი უნდა გადაწყდეს უწყებების მიერ. ეს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი არაა. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან მიმართებით, დისკრიმინაცია დაუშვებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →