—

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს

63
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს.

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის საფრთხე, კობახიძე პასუხობს, რომ „არავითარი რისკები არ დასტურდება“.

„საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს, არ არსებობს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას, ამაში ბუნებრივია, არ შევყვებით რადიკალურ ოპოზიციას.

არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, არავითარი რისკები არ დასტურდება, რა თქმა უნდა, პირველი ხელისუფლება არის დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები და ისინი აკონტროლებენ ამ ყველაფერს. თქვენ გახსოვთ, პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა - სიტუაციას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს, ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში. თუმცა, მარტის მერე გავიდა ნახევარი წელიწადი და არაფერი არ მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი. ზუსტად ასევეა ხელოვნურად შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც, არაფერზე, ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას, რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი - ქვეყანაში რამენაირად არეულობა შემოიტანონ, გააჩაღონ ომის პროპაგანდა, ამაში ბუნებრივია, ვერ შევყვებით მათ“, - განაცხადა კობახიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →