—

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადნენ

47
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადნენ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადნენ. უწყების მტკიცებით, 60-მდე უკრაინელმა სამხედრომ დღეს დილით ნავებით მდინარე დნიპრო…

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადნენ. უწყების მტკიცებით, 60-მდე უკრაინელმა სამხედრომ დღეს დილით ნავებით მდინარე დნიპრო გადალახა, რომელიც ორი მხარის მიერ დაკავებულ ტერიტორიას ყოფს. რუსეთი უკრაინას "პროვოკაციის" მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, რომლის მიზანი, მათი მტკიცებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაა.

„მოწინააღმდეგე ჯარების განადგურების მიზნით შესაბამისი ზომები განხორციელდა, მათ შორის სამხედრო ავიაციის გამოყენებით“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან რუსულმა ძალებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტები დაბომბეს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →