—

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის შესრულებაზე ოპოზიცია საკუთარ ხედვასა და წინადადებას წარადგენს

28
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის შესრულებაზე ოპოზიცია საკუთარ ხედვასა და წინადადებას წარადგენს
მოსასმენად დააჭირეთ

ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის შესრულებაზე ოპოზიცია საკუთარ ხედვასა და წინადადებას წარადგენს.

ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის შესრულებაზე ოპოზიცია საკუთარ ხედვასა და წინადადებას წარადგენს.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიცია საკუთარ ხედვას საზოგადოებას მომავალ კვირას გააცნობს.

"ჩვენ გვსურს საბოლოო ხედვის ჩამოყალიბება. ამ ხედვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განვიხილავთ და შემდეგ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს წარვუდგენთ. საკითხები მრავალმხრივი და ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. ამიტომ ყველაფრის საბოლოო შეჯერება გვჭირდება", - განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტში კოლეგებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე პოზიციების შეჯერების მიზნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა კონსულტაციები გამართა.

შეხვედრაში “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და პარლამენტის ცალკეული დამოუკიდებელი დეპუტატები მონაწილეობდნენ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →