—

მედია - პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსი მოგზაურებისთვის თავიანთ ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვას განიხილავენ

22
მედია - პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსი მოგზაურებისთვის თავიანთ ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვას განიხილავენ
მოსასმენად დააჭირეთ

პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა აცხადებენ, რომ განიხილავენ რუსი მოგზაურებისთვის თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვის დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ამას ვერ გააკეთებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება „აუცილებელი პირველი ნაბიჯია“.

„მაგრამ ჩვენ გვჭირდება, მკვეთრად შევზღუდოთ გაცემული ვიზების რაოდენობა, უპირველეს ყოვლისა ტურისტული ვიზების, რათა შევამციროთ რუსეთის მოქალაქეების ნაკადი ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი უნდა შეიცავდეს გამონაკლისებს "დისიდენტებისთვის, ისევე როგორც სხვა ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის".

„სანამ ასეთი ზომების მიღება ევროკავშირის დონეზე მოხდება, ჩვენ განვიხილავთ ეროვნულ დონეზე ვიზების აკრძალვის დროებითი ზომების შემოღებას ან საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ვიზა აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →