—

კახა კალაძე - სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს

89
კახა კალაძე - სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს მერიის გვერდზე დაგეგმილ ფეისბუქ „ლაივზე“ მერია ტელეეთერებში გასულ ცრუ ინფორმაციას ფაქტებით და მართალი ინფორმაციით გამოეხმაურება.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს მერიის გვერდზე დაგეგმილ ფეისბუქ „ლაივზე“ მერია ტელეეთერებში გასულ ცრუ ინფორმაციას ფაქტებით და მართალი ინფორმაციით გამოეხმაურება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.

„ჩვენ არაფერს ვიგონებთ და პასუხები გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებით და მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება. დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის „ფეიქ ნიუსებს” და საქართველოშიც არ უნდა დავუშვათ. ეს იქნება პერმანენტული ხასიათის, დაგროვდება თქვენი სიუჟეტები და გაეცემა ადამიანური პასუხი. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რატომ არ უნდა გავცეთ პასუხები და დავტოვოთ უპასუხოდ, რაც არ უნდა სისულელე გააკეთოთ,” - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →