—

ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ, ფორმალურად წარვადგინოთ, როგორც კანდიდატი

35
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ, ფორმალურად წარვადგინოთ, როგორც კანდიდატი
მოსასმენად დააჭირეთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ ფორმალურად წარვადგინოთ ის, როგორც კანდიდატი, - ამის შესახებ ფრაქცია…

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ ფორმალურად წარვადგინოთ ის, როგორც კანდიდატი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, ომბუდსმენის არჩევის პროცედურაზეც ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო პოზიცია აქვთ. დეკანოიძე აცხადებს, რომ არც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და არც აღნიშნული ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფები ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრას, რომელშიც მმართველი გუნდი იღებს მონაწილეობას, არ დაესწრება.

„ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდა, დღევანდელ შეხვედრას სამუშაო ფორმატში არ დავესწრებით. ჩვენი პოზიცია გაცხადებული იყო და ისეთი რჩევა, როგორიც იყო რამდენიმე კვირის წინ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი უკვე მუშაობენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანდიდატის შერჩევაზე და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 12 პუნქტის შესრულებას და ომბუდსმენის არჩევას, რაც არის გამორჩეული საქართველოს დემოკრატიისთვის, დავუჭერთ სწორედ ამ კანდიდატს მხარს. ჩვენი ფრაქცია მზად არის წარადგინოს ის როგორც კანდიდატი - იცით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია. ასევე ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →