—

ოთარ თოიძე - „ემპათიამ“ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ეს არ განხორციელდა

31
ოთარ თოიძე - „ემპათიამ“ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ეს არ განხორციელდა
მოსასმენად დააჭირეთ

ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებით, ცენტრმა „ემპათიამ“ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ეს არ განხორციელდა.

მისი თქმით, ერთობლივად განხორციელებული კვლევა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ხელისუფლების რწმენას გააღრმავებდა.

რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებს, ოთარ თოიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი ცენტრ „ემპათიასთვის“ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

„ეს ხალხი არის ფრიად დამსახურებული და აღიარებული. შესაბამისად, მათი აზრი ჩვენთვის გასათვალისწინებელია. დაველოდოთ, რას დადებენ ისინი დასკვნის სახით. მინდა ვთქვა, რომ ექსპერტიზა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

„ემპათიას“ ჯგუფმა იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა მათთან ერთად ჩატარებულიყო, რაც არ განხორციელდა. რასაკვირველია, ეს მათ რწმენას გააღრმავებდა,“ - განაცხადა ოთარ თოიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →