—

ზეთი იაფდება - „ეს ტენდენცია გაგრძელდება, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები ოქტომბრიდან აღარ იქნება“

62
ზეთი იაფდება - „ეს ტენდენცია გაგრძელდება, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები ოქტომბრიდან აღარ იქნება“
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ზეთი იაფდება. როგორც „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი კომპანიის შემთხვევაში, ჯერჯერობით, კლება 5-6%-იანი იქნება. თუმცა, დიმიტრი…

საქართველოში ზეთი იაფდება. როგორც „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი კომპანიის შემთხვევაში, ჯერჯერობით, კლება 5-6%-იანი იქნება. თუმცა, დიმიტრი რამიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან გარდა იმისა, რომ სექტემბრიდან, რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ამცირებს, ოქტომბრიდან სხვა ბიუროკრატიული პროცედურები უქმდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საუბარია, საექსპორტო გადასახადის საერთოდ გაუქმებაზეც.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის, 2-ჯერ, 15,987 რუბლიდან 8 621 რუბლამდე ამცირებს.

„რუსეთში საექსპორტო გადასახადის შემცირება თავისთავად აისახება ჩვენთან ფასებზეც. ჩემი კომპანიის შემთხვევაში, საშუალოდ, 5-6%-ით შემცირდება. თუმცა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჯერ ერთი, ახალი მოსავლი იქნება, გარდა ამისა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები (ლიცენზიები და ა.შ) ოქტომბრიდან აღარ იქნება. ამასთანავე, საუბარია იმაზეც, რომ ექსპორტის გადასახადი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს“,- განაცხადა დიმიტრი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →