—

კარგი ამბავი ბორჯომიდან - ხანძრის სრულად ლიკვიდირება შესაძლოა დღის ბოლომდე მოხერხდეს

14
კარგი ამბავი ბორჯომიდან - ხანძრის სრულად ლიკვიდირება შესაძლოა დღის ბოლომდე მოხერხდეს
მოსასმენად დააჭირეთ

მე-11 დღეა მეხანძრე-მაშველები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული…

მე-11 დღეა მეხანძრე-მაშველები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში ყველაზე ცხელი წერტილი იყო, დღეს დაკვამლიანება ძალიან მცირეა. ამჟამად შეინიშნება მხოლოდ მცირე კერები, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ახლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოს ართულებს რელიეფი, ვინაიდან არსებულ კერებთან მისვლას, ავიაციის გარდა, სჭირდება ხელით დამუშავება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე, და შესაძლებელია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →