—

ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში

33
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში. ეს ასევე დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის…

ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში. ეს ასევე დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების“ დამსახურებით, საქართველოში უმუშევრობის დონე არის შემცირებული.

„რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უპრეცედენტო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები იზრდება. ივლისში 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, რამაც რეკორდული მოცულობა - 542 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, რასაც სჭირდება შენარჩუნება, გაძლიერება და აქტიურად მუშაობა.

4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე და ამ მაჩვენებელმა შეადგინა 18,1%. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - ეს რიცხვი 55 000-ით გაიზარდა.

ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 000 სოციალურად დაუცველი იქნა დასაქმებული. ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სატყეო თუ სხვა მიმართულებით და ამას სჭირდება უფრო მეტი გააქტიურება, ამ პროგრამაში მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, ანუ „ბიბი“ დონეზე შეაფასა სტაბილურობით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის. მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური დისპროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა და ბოლო 7 თვის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის უპრეცედენტო მსოფლიოში, მითუმეტეს ამ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ სხვა გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა დიდი უბედურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →