—

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმი დამტკიცდა

78
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმი დამტკიცდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო, იპოთეკური სესხის აღება გაურთულდათ, სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

​„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, კონკრეტულად ბინათმშენებლობის და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით. კერძოდ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს ჩვენი სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს. პირველი ეს არის სუბსიდირების კომპონენტი. როდესაც ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, შეიძინონ ახალაშენებული ბინები, გაიუმჯობესონ თავისი საცხოვრებელი პირობები, მაგრამ „კოვიდ-19“-ის, ფინანსური პირობების გაუარესების გამო, არ ეძლევათ შესაძლებლობა, აიღონ იპოთეკური სესხები ბანკებში, რათა შეიძინონ ბინები, ჩვენი პროგრამის მეშვეობით, დავუსუბსიდირებთსესხის პროცენტს გარკვეული მექანიზმით, ასევე, თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით ბანკთან სწორედ ამ მიზნობრიობით, სესხის აღების დროს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →