—

ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით შევუერთდეთ ევროს ერთიანი გადახდების სივრცეს

14
ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით შევუერთდეთ ევროს ერთიანი გადახდების სივრცეს
მოსასმენად დააჭირეთ

ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდების სივრცეს, ორგანიზაციას სახელწოდებით SEPA, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ საჭირო აღარ იქნება ევროკავშირი გადარიცხვებისთვის საკორენსპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება.

„ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდების სივრცეს, ორგანიზაციას სახელწოდებით SEPA (ევროკავშირის და ერვოზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო). ამ ორგანიზაციის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი. ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკია ჩართული, ასევე ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა სამთავრობო უწყებები. საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილება ასახოს კანონმდებლობაში.

საჭირო აღარ იქნება ევროკავშირი გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →