—

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს

14
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს
მოსასმენად დააჭირეთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან “უნდა გადარჩეს”.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან “უნდა გადარჩეს”.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია და შეფასება, რომელსაც ისინი მოამზადებენ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„რამდენიმე დღის წინ მოვინახულე და მისი გარეგნული ნიშნები - განსაკუთრებით სისუსტე და წონის კლება, შემაშფოთებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მიეცეთ სრულყოფილი სამუშაო პირობები და გარემო, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ მათ მიერ შეფასდეს.

საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა. მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძირეული საკითხი, ჰუმანიტარული საკითხია, უკვე პოლიტიკურ განზომილებაშიც აღარაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა გადარჩეს. მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად კმაყოფილია კლინიკის ექიმებისა და მკურნალობის, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მკურნალობის მხრივ არანაირი პროგრესი არაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ექსპერტების შეფასება, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უცხოელი სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს მივიდნენ

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →