—

საქართველოს პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევას წერილი მისწერა

37
საქართველოს პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევას წერილი მისწერა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა.

InterPress.ge იუწყება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მეჰრიბან ალიევას განსაკუთრებული წვლილისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში. 

„ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა ასევე აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. თქვენ განსაკუთრებულ როლს თამაშობთ აზერბაიჯანის განვითარებასა და გაძლიერებაში. თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები კულტურისა და განათლების სფეროებში ამის განსახიერებაა. დარწმუნებული ვარ, ამ მიღწევების წყალობით, მომავალი თაობა უფრო ღრმად გაიაზრებს მის მდიდარ კულტურას და თქვენ, როგორც ქალი ლიდერი, იქნებით შთაგონების წყარო ახალგაზრდა ქალბატონებისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, ამ მნიშვნელოვან დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გისურვებთ წარმატებებს თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად“,-წერილში ნათქვამია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →