—

ქართველმა კაცმა თურქეთში ორი პირი მოკლა, შემდეგ კი სარფის საზღვარზე თავი მოიკლა - მედია

52
ქართველმა კაცმა თურქეთში ორი პირი მოკლა, შემდეგ კი სარფის საზღვარზე თავი მოიკლა - მედია
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის…

თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

„თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, - უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მოკლული ორი პირიც საქართველოს მოქალაქეა, აქედან ერთი ქალია.

„არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვინაობაც ამ დრომდე დაუდგენელია, სახლში, სადაც ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, გაურკვეველი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მოქალაქე მოკლა. მოკლულთაგან ერთი ქალია“, - წერს თურქული მედია.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტაქსით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა.

მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →