—

ლევან იოსელიანი - იმედი მაქვს, საკითხი, მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და დავინახე, რომ უმრავლესობაში რაღაც მზაობა აქვთ

55
ლევან იოსელიანი - იმედი მაქვს, საკითხი, მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და დავინახე, რომ უმრავლესობაში რაღაც მზაობა აქვთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ და ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა…

ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ და ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი კომპრომისზე წამოვა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი განსახილველად რაღაც პერიოდით გადავდეთ და იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც კომპრომისზე მაინც წამოვა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გარკვეულ ნაწილზე, 2024 წლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნებას“ გარკვეული მზაობა აქვს.

„მე იმედი მაქვს რომ საკითხი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვაყენებთ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და ამ მიმართულებით დავინახე, რომ მათ რაღაც მზაობა აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ეს სამომავლოდ საქართველოში არჩევნების ჩატარების სტანდარტს პრინციპულად შეცვლის“, - განაცხადა იოსელიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →