—

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაეროს ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა

16
მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაეროს ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა
მოსასმენად დააჭირეთ

გაეროს ექსპერტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ცენტრ "ემპათიას" მოწვევით უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ…

გაეროს ექსპერტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ცენტრ "ემპათიას" მოწვევით უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად გაეროს ექსპერტის დაგეგმილი ვიზიტისა, ჯერ კიდევ უცნობია, აღიარებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მის სამუშაო ლიცენზიას.

ჯიშკარიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და უწყებას მოუწოდებს, სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხვალვე გასცეს.

„ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე 5 აგვისტოს და ასევე, 10 აგვისტოს მივმართეთ და სამწუხაროდ, დღემდე მათგან დამატებითი მოთხოვნების თაობაზე არაადეკვატურ წერილებს ვიღებთ. ცენტრმა „ემპათიამ“ გაეროს ექსპერტთან ასევე, სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდა და ამის მიუხედავად, მე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან ადეკვატური კომუნიკაცია ვერ მოვახერხე.

რაც შეეხება გაეროს ექსპერტს - მინდა გითხრათ, რომ 29-ში ის აქ იქნება და ჩვენ კლინიკა „ვივა მედში“ ვიზიტს განვახორციელებთ და მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას ხელს ნუ გვიშლის და კეთილი ინებოს და სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხვალვე გასცეს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →