—

თურქეთი საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებით თვითმფრინავებს გამოუგზავნის - საგარეო უწყება

21
თურქეთი საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებით თვითმფრინავებს გამოუგზავნის - საგარეო უწყება
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მხარემ…

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მხარემ გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

"სატელეფონო საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაინტერესდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებით და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი ტექნიკით.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-თურქეთის მჭიდრო პარტნიორობას და აღნიშნა მსგავს სიტუაციებში წარსულშიც თურქეთის მხრიდან აღმოჩენილი დახმარება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან 2022 წლის 24 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში უკვე ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დაგეგმილია დამატებითი თვითმფრინავების გამოგზავნა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →