—

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

53
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარსაც ელოდებიან

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. 22-23 აგვისტოს ტემპერატურა +15 +35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ქარის სიჩქარე კი 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. Meteo.gov.ge -ის თანახმად, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24 აგვისტოსაც და ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.

მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში. 22-23 აგვისტოს +39 გრადუსამდე დაცხება, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთან მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც 22-23 აგვისტოს 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ხოლო 24 აგვისტოს შესაძლებელია 28მ/წმ-მდეც კი გაძლიერდეს.

თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით +18, დღე კი +34 გრადუსი იქნება.

(primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →