—

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრეა ჩართული

30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრეა ჩართული
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.

მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ. ასევე 250-მდე არის გაზრდილი მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა. ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს და ხანძრის ჩასაქრობად ვმუშაობთ“, - განაცხადა დაჩი სუხიშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →