—

შეიცვლება თუ არა საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების თარიღი - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტება

539
შეიცვლება თუ არა საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების თარიღი - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

ნებისმიერი სიახლისა და ცვლილების შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იქამდე კი შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად ივნისის ბოლოს სრულდება ხოლმე და ოფიციალურად ბაღები უქმე დღეებში დაისვენებენ. ესენია:
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა
მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით კი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →