—

რამდენ საათს ისწავლიან მოსწავლეები სკოლაში? - განათლების მინისტრის ახალი ბრძანება

174
რამდენ საათს ისწავლიან მოსწავლეები სკოლაში? - განათლების მინისტრის ახალი ბრძანება
მოსასმენად დააჭირეთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საათობრივი ბადეები დაამტკიცა როგორც ქართულენოვანი საჯარო სკოლების, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის. მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 2022 წლის 19…

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საათობრივი ბადეები დაამტკიცა როგორც ქართულენოვანი საჯარო სკოლების, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის. მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 2022 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.

საათობრივი ბადეები დამტკიცდა დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურისთვის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, XII კლასისთვის კი – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, კლასების მიხედვით, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა და რამდენი იქნება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

განათლების მინისტრმა ასევე დაამტკიცა საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო საგნების შეცვლილი ჩამონათვალი და კლასების დაყოფის კრიტერიუმები.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →