—

მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - მიხეილ სააკაშვილი

46
მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ…

მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ მიუხედავად იმისა რომ ის ივანიშვილის ტყვეა და ჯანმრთელობაც განადგურებული აქვს, მას აძლიერებს უკრაინელების ერთიანობა და პრეზიდენტს ზელენსკის ლიდერობა.

"მე ვარ ტყვე, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვების მიმართ ჩემი უსაზღვრო რწმენა. 
მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →