—

ბერდია სიჭინავა - ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ორი წევრი პარტიიდან გაირიცხა

20
ბერდია სიჭინავა -  ხობის  საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ორი წევრი  პარტიიდან გაირიცხა
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია “საქართველოსთვის” გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა…

პარტია “საქართველოსთვის” გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.

„დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა: ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“, რომელთაგან ერთს - ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მეორეს - მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც "ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, მმართველი პარტია მიზანმიმართულ ბრძოლას აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის" წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.

“მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის - ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები, როგორიცაა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია! ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის! ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი!

ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ! „ოცნების“ ეს ქმედებები ვერ გახდება ჩვენთვის დაბრკოლება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →