—

რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

60
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან პოდოლიაკის განცხადებას, რომ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილი რომ…

სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან პოდოლიაკის განცხადებას, რომ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილი რომ კრიმინალია, ეს დადასტურებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„ეს არის დადასტურებული არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტების მიხედვით, სადაც სააკაშვილი პირდაპირ არის დასახელებული როგორც დანაშაულებრივი სისტემის ავტორი და შემოქმედი. შესაბამისად, მსგავსი ქომაგობით აღჭურვილი განცხადებები ეწინააღმდეგება სამართლიანობის და დემოკრატიულ პრინციპს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა დააზუსტა, რომ სააკაშვილი რომ კრიმინალია, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით - "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". კითხვაზე, იმავე გადაწყვეტილებაში როცა საუბარია სასამართლოზეც, ამავე პრინციპით კრიმინალებად მიიჩნევს თუ არა მისი საქმის განმხილველ მოსამართლეებსაც (რომლებიც დღესაც სისტემაში არიან), იონათამიშვილი პასუხობს, რომ იქ საუბარია სისტემურ დანაშაულზე.

"სისტემური დანაშაულის მონაწილეები, ვინც იქ მოხსნიებულნი არიან, არიან კრიმინალები,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →