—

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სიცხე და მაღალი წნევა ჰქონდა

29
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სიცხე და მაღალი წნევა ჰქონდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ წონაში საგრძნობლად იკლებს და ბოლო პერიოდში წნევა, სიცხე აწუხებდა.

„მითხრა, რომ ჯანმრთელობის კუთხით კარგად არ არის, ეს დღეებია სიცხე ჰქონდა, წნევა ჰქონდა მაღალი, კიდევ ანთებითი პროცესია განვითარებული, ექიმები ყურადღებას აქცევენ და სათანადო მკურნალობას უტარებენ, მათი კმაყოფილი იყო. დაინტერესდა ამერიკელი ექსპერტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას თუ გასცემდა და რა ხდებოდა ამ კუთხით. ძირითადად ამაზე იყო საუბარი“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები აქვს დანიშნული. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის შემდეგ, საქართველოში 4 ექსპერტი და ერთი ადვოკატი ჩამოვა.

„ჯანდაცვის სამინისტროდან არავითარი შეფერხება არ გვაქვს, ოპერატიულად მუშაობენ და გვპირდებიან,რომ ამ პროცესს ძალიან ოპერატიულად დაამთავრებენ. ვფიქრობთ, 20-22 აგვისტოსთვის უნდა მოხერხდეს. თვის ბოლომდე გვინდა სასამართლო პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →