—

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ

17
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი,   შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელი სპეციალისტების ჩართვასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობენ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე საკითხის ტექნიკური ნაწილია მოსაგვარებელი.

„აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ სპეციალისტები ერთობლივ დასკვნას დადებენ.

„მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს. ალბათ, 2 დღე გაგრძელდება, შეიძლება კვლევაც ჩატარდეს საქმის გარემოებიდან გამომდინარე და შემდეგ, აშშ-დან და შვეიცარიიდან ერთობლივი დასკვნა დაიდება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია“, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა:
ნეტარ არიან მორწმუნენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →