—

აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 89 მილიონ დოლარს გამოუყოფს

41
აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 89 მილიონ დოლარს გამოუყოფს
მოსასმენად დააჭირეთ

შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები…

შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები იწვევს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების დაახლოებით 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები.

“უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, უკრაინის მთავრობის შეფასებით, ფეთქებადი მასალების ნარჩენებით შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიის 160 000 კვადრატული კილომეტრი იყოს დაბინძურებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →