—

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა

28
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა The Washington…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის ლიდერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, იმიტომ რომ რუსები სხვის მიწებს იტაცებენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა თავის სამყაროში უნდა იცხოვრონ, სანამ თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან.

„ყველა რუსი უნდა წავიდეს რუსეთში, მაშინ გაიგებენ. ისინი ამბობენ: „ამ ომს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს, ასე არაა?“ არაა!- მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ იბრძვის მის წინააღმდეგ, არ ეკამათება, არ უყვირის მას. თქვენ ეუბნებით მთელს მსოფლიოს, რომ მან უნდა იცხოვროს თქვენი წესებით, ხოდა მიბრძანდით და იცხოვრეთ იქ. ეს პუტინზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →