—

შემოსავლების სამსახური - ბათუმის ნავსადგურში, შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი OPOLYE - გემი, გემთმფლობელი და ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში

63
შემოსავლების სამსახური - ბათუმის ნავსადგურში, შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი OPOLYE -  გემი, გემთმფლობელი და  ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში შემოსული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი - OPOLYE, გემთმფლობელი და ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების მიზნით, მიმდინარეობს ტვირთის დაცლა და კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის პროცედურაში მოქცევა.

„საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, 7 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი OPOLYE.

აღნიშნულ გემზე დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთი - 3182.642 ტონა მყარი ხელოვნური საწვავი კოქსი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანქციებთან მიმართებით შემოწმდა როგორც გემი, ისე გემთმფლობელი, ასევე გემის მოძრაობის ტრაექტორია, რომელიც შეესაბამება წარმოდგენილ დოკუმენტებს.
მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნულ გემზე არ ვრცელდება სანქციები და შესაბამისად მას მიეცა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის ნებართვა.

ვინაიდან აღნიშნული გემი, გემთმფლობელი და ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების მიზნით, მიმდინარეობს ტვირთის დაცლა და კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის პროცედურაში მოქცევა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“,-აღნიშნავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →