—

რატომ ტოვებს ამირან გამყრელიძე პოსტს? – NCDC-ის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი

42
რატომ ტოვებს ამირან გამყრელიძე პოსტს? – NCDC-ის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ განცხადებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან და ზურაბ…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ განცხადებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან და ზურაბ აზარაშვილმა „ორმხრივად“ მიიღეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ განუცხადა.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რომელიც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა და აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე - რატომ მიდის ამირან გამყრელიძე პოსტიდან, NCDC-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ცენტრის წინაშე თავისი ანგარიშით წარდგენისას გასცემს. ხოლო კითხვაზე - ვისი გადწყვეტილებით ტოვებს თანამდებობას - მინისტრის თუ თავისი, გამყრელიძემ თქვა, რომ ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →