—

პრემიერი - ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა და ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო

13
პრემიერი - ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა და ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, - ამის…

მინდა ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება და თავგანწირვა.

„მინდა ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროები, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს.

ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში. ძალიან ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ. ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →