—

რუსთავში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

29
რუსთავში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც, ინფო რუსთავი წერს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"როგორ გადმოვარდა მე არ ვიცი. კაცმა გაიარა და მითხრა გუსია გადმოვარდა ზევიდანო. გამოვიქეცი და დავინახე, რომ წევს, დედამისი კი აგერ გაჩერებაზე იჯდა. მისი და მოვიდა და საავადმყოფოში გაჰყვა. მე-4 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო რომ მოვიდა სუნთქავდა, მერე დავინახე, რომ აღარ. ჩაუტარეს დახმარება და წაიყვანეს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო",- განუცხადა ადგილობრივმა "ინფო რუსთავს".

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განაცხადა, მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →