—

სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან

49
სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მთავარი სასაუბრო თემები…

დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მთავარი სასაუბრო თემები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება და სირიასთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

თავდაპირველად ერდოღანისა და პუტინის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დელეგაციების შემადგენლობის წევრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გათვალისწინებული არ არის. პრესკონფერენცია თურქეთის ლიდერის განრიგის გამო ჩაიშალა, მაგრამ რუსმა ორგანიზატორებმა დარბაზი მაინც მოამზადეს, იმ შემთხვევისთვის თუკი ერდოღანი კონფერენციაზე დასწრებას შეძლებს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →