—

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 11%-ით, რეისების რაოდენობა კი 24%-ით გაიზარდა

51
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 11%-ით, რეისების რაოდენობა კი 24%-ით გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით…

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11 %- ით გაიზარდა. 2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 93,919 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი 84,728 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივლისში, აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა და 330 რეისს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი – 267 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →