—

ალუდა ღუდუშაური - 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზებს, თავიანთ წარსულს გადახედონ

7
ალუდა ღუდუშაური - 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზებს, თავიანთ წარსულს გადახედონ
მოსასმენად დააჭირეთ

2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ საზღვართან კეკლუცობდა და ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზას, ამის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ…

2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ საზღვართან კეკლუცობდა და ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზას, ამის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაში საფრთხეები არ არსებობს.

„სასაცილო და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს, რადგან ქვეყნის მოსახლეობა გულმავიწყი ჰგონიათ. 2008 წლის ომის მძიმე შედეგების შემდეგ, რამდენიმე თვეში, მაშინდელი ხელისუფლების „ტაშ-ფანდურები“ და განცხრომაში ყოფნა კი ვნახეთ კარგად. საზოგადოება ჯერ კიდევ შოკიდან არ იყო გამოსული, რომ ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი სააკაშვილი მხარის გუბერნატორთან ერთად დარიალის ხეობაში, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე კეკლუცობდა, რა დღეში იყო და ხუნტრუცით აძლევდა შემოსვლის ვიზას. ეს ამაზრზენია, ეს ვიდეოები ნახეთ, საზოგადოება ამას ერთმანეთს უზიარებს. ამ ფაქტის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან, გაიწიონ და საშუალება მისცენ ქვეყანას განვითარდეს. არანაირი საფრთხე საქართველოს მომავალს არ ემუქრება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →