—

ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

20
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მოსასმენად დააჭირეთ

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. კვლევების ჩატარების შემდეგ, მას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. 

"ავტოსაგზაო შემთხვევიდან 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია მოზარდი, პოლიტრავმით, ჰიპოლარიული შოკით. აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, წვივების ღია მოტეხილობა. ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და მკურნალობა. შემდგომში გადავა სპეციალიზებულ კლინიკაში", - თქვა ექიმმა.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →