—

„მომატყუეს... არ ყოფილა ქირურგიული ჩარევა, ნარკოზის ზედმეტი დოზით დამიღუპეს შვილი“ - მანაგაძის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა

121
„მომატყუეს... არ ყოფილა ქირურგიული ჩარევა, ნარკოზის ზედმეტი დოზით დამიღუპეს შვილი“ - მანაგაძის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის გიორგი დემურიას დედა „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ მის შვილს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის გიორგი დემურიას დედა „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ მის შვილს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. 

„ბავშვმა მითხრა, ნარკოზის ნემსი რომ შეუყვანეს, დედა ვიხრჩობიო. გულზე მოიკიდა ხელი და ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიყვანეს, მითხრეს ნარკოზმა იცის ასეო. არ ვიცოდი თორემ არ დავტოვებდი. მიზეზი მითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევის დროს გართულება მოხდაო, მაგრამ მომატყუეს, არ ყოფილა ქირურგიული ჩარევა. შემდეგ ვერაფერი ვერ მითხრეს. გადამალეს ანესთეზიოლოგი. ექსპერტიზა ჩაუტარდება ჩემს შვილს და რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი უნდა ვიცოდი“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა. 

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ, მოზარდი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.

მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.

მანაგაძის კლინიკის დირექტორი  ამბროსი პერტია აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც ამბროსი პერტია ამბობს, ოპერაციის ჩატარებამდე ბავშვს ოპერაციამდე ყველა კვლევა ჩაუტარდა.

(pia)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →