—

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

23
ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. სამხედრო მანევრები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით…

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. სამხედრო მანევრები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ტარდება.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე გაიმართება. ტაივანი აცხადებს, რომ ეს კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასია, აშშ-ის შეფასებით კი, სამხედრო სწავლება უპასუხისმგებლობაა და შესაძლოა, კონტროლს გასცდეს.

ტაივანმა გემებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება სთხოვა და ამავე დროს, იაპონიასთან და ფილიპინებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული საჰაერო მარშრუტების მოსაძებნად.

შეგახსენებთ, ნენსი პელოსიმ ტაივანი ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ გუშინ დატოვა. პეკინი ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებს.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →