—

შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს

23
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი არ არის , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ…

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი არ არის , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დაწყებული პროცესი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზსა და მის "საარჩევნო კოდექსში" ასახვას ითვალისწინებს.

“ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი. "გირჩს" საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები... უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქვია. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ. სხვა საკითხები ევროკავშირის საკითხი არ არის. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →