—

მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი დაწყებულია

17
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი დაწყებულია
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წავა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წავა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება დიდი ხანია არის, მაგრამ ახლა ვეღარ დამალეს და თემა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდა.

„ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი იმასთან დაკავშირებით, წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, ამას მე ვერ განვსჯი და არც არის ჩემი საქმე. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ზოგადი შეფასება თუ გაინტერესებთ, მისი მხარდამჭერი გაცილებით მეტია „ნაციონალურ მოძრობაში“, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ, ამანაც გამოიწვია შიდა დაპირისპირება და დიდი ხანია ეს ხდება. უბრალოდ, ახლა ეს დაპირისპირება გარეთ გამოვიდა. ვეღარ დამალეს და საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდა. ვაღიაროთ ერთი რამ, იმ დარჩენილ მცირე მხარდამჭერებში, მათი დიდი ნაწილი მაინც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერად რჩება. ეს იციან მისი პარტიის წევრებმაც და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან, აქამდე ცდილობდნენ, რომ დაემალათ, მაგრამ დღეს ვერ დამალეს. ფაქტი ერთია - „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“,-განაცხადა მდინარაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →