—

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს

28
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს
მოსასმენად დააჭირეთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება საჭირო გახდა იმის გამო, რომ რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და ასევე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი ვადაზე ადრე შეწყდა.

„გთავაზობთ, რომ ყველა კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვროს 21 წევრით. ასეთი ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც  ფრაქციების ან უფრაქციო დეპუტატების რაოდენობა იზრდება. რათა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს,  მათ შორის უფრაქციო დეპუტატსაც ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საპარლამენტო კომიტეტებში და დელეგაციებში ყოფნისა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკითხებს.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →