—

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ სააკაშვილის რეპუტაცია, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს

66
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ სააკაშვილის რეპუტაცია, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს
მოსასმენად დააჭირეთ

არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს - ამას ჩვენთვის…

არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს - ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძემ მედიას მიმართა, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრისას არასწორი მოლოდინი არ შექმნან.

“ის იმ მასშტაბის და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ - გინდა დარჩეს, გინდა გავიდეს პოლიტიკადან, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის. რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, “ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე რასაკვირველია, დიდ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის საკითხის სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირება.

“სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →