—

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

19
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
მოსასმენად დააჭირეთ

სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო…

სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ახალ პლატფორმას აფუძნებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით, უწყებასთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს; იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში კი, სწორედ ამ სამეცნიერო და საექსპერტო წინადადებების გათვალისწინება მოხდება.

სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით გასულ წელს დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია", რომელიც ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალის მე-2 ნომრის პრეზენტაცია სიმბოლურად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები და პროფესორები.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →