—

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე აქცია - „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ გაიმართება

10
რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე აქცია - „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ აქცია - „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ გაიმართება.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ აქცია - „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ გაიმართება.

აქცია 7 აგვისტოს, 21:00 საათზე ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას “ევროპული საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციის ორგანიზატორები „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტაბულა“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „აფხაზთა კრება” არიან.

„აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო.

ოკუპაციის გახსენება ნაკლოვანი იქნება უმაღლესი დანაშაულების სათანადო სახელდების გარეშე. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ, გამოიწვია თავისუფალი სამყაროს მხრიდან პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება.

ამ გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა დავიწყოთ კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ. მოდი ისტორიის სამართლიანობისთვის. მოდი სრული სიმართლისთვის. მოდი ეფექტური წინააღმდეგობითვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →