—

გია ვოლსკი - არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუ მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის სტრატეგიად რჩება

44
გია ვოლსკი - არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუ მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის სტრატეგიად რჩება
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩება თუ მის…

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩება თუ მის მიღმა.

ვოლსკის აზრით, მთავარია დამოკიდებულება პოლიტიკური ძალების, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით “დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ“.

„იცით, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც არ უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს არ ცვლის. დამოკიდებულებაა მთავარი იმ ვითარების მიმართ, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით "დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →