—

The New York Times - ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის

81
The New York Times  - ენტონი ბლინკენი  რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი…

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ოფიციალურად გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. თუმცა ბლონკენი ამ წნეხს წინააღმდეგობას უწევს, რადგან შიშობს, რომ საპასუხო ნაბიჯი აიძულებს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ამასთან, გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს „აბსოლუტურად შეესაბამება შედეგებს, რომლებიც დადგებოდა რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, შესაბამისად, ბლინკენი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული შედეგები იგივეა. ამასთან, The New York Times წერს, რომ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი შესაძლებელს გახდის ჯარიმების დაწესებას ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესის წარმოებას აგრძელებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ამერიკულ სასამართლოებში შეიტანონ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →