—

ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას

18
ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას
მოსასმენად დააჭირეთ

რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისვე თქმით, ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენი საჯარო შეთავაზების, ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, თქვენ ნახეთ და ყველანი გავხდით მომსწრენი, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება.

აქვე მინდა, შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ევროპული გზა. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც, რა თქმა უნდა, დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს. თუ მათ სურთ, რეალურად თანამშრომლობა რაღაც გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. მოგეხსენებათ, პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი, მუშაობა დაწყებულია. ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში, რათა ჩვენზე არც ერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს არც ერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა პრემიერმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →